ვანო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 - 11:52

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო  კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

ზურაბ ჭიაბერაშვილს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ, მას ამისთვის 30-დღიანი ვადა აქვს.

სასამართლო პროცესი ქუთაისში გუშინ გაიმართა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც ესწრებოდნენ, პროცესი სასამართლოს  შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების მხარდამჭერებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44