ჭიაბერაშვილის და მერაბიშვილის დაკავების საფუძველი სასაცილოა - გოგიტა გაბაიძე

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 19:49

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საფუძველი სასაცილოა. მისი თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ოქმში, ბრალდების მხარეს დაკავების საფუძვლად მითითებული აქვს, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო ელჩი და პირადი კონტაქტები გააჩნია.

გაბაიძის თქმით, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამომძიებელს და პროკურორს არ აქვთ პირის დაკავების უფლება მოსამართლის განჩინების გარეშე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. ჭიაბერაშვილის შემთხვევაში კი ბრალდების მხარეს დამამძიმებელ გარემოებად ჭიაბერაშვილის ელჩობა აქვს მითითებული.

გაბაიძე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ დაკავების ოქმში ასევე მითითებულია, რომ ვანო მერაბიშვილი არის ავტორიტეტული პიროვნება და საზოგადოება მის აზრს პატივს სცემს, რაც გამოძიებამ მისი დაკავების მიზეზად მიიჩნია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44