26 მაისის მსხვერპლთა საქმე გამოსაძიებელია - დავით ლორთქიფანიძე

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:32

წინა მთავრობის მიერ ტკივილად დატოვებული 26 მაისი უკვე კარს მოგვადგა და მდგომარეობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ "პრაიმტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისს ჩატარებული აქციის შემდეგ იპოვეს ცხედარი, რომელიც თითქოსდა ბუნებრივი სიკვდილით იყო გარდაცვლილი, რასაც დეპუტატი აბსურდს უწოდებს.

"წინა მთავრობის დროს გარდაცვლილი სულიკო ასათიანის ოჯახს არ შეეძლო ხმა ამოეღოთ, ან, საერთოდ გაესაჩივრებინათ საკუთარი ოჯახის წევრის სიკვდილი, რადგან მათ ოჯახზე ხდებოდა ძალადობა, დაშინება. ახალი მთავრობის მოსვლის დროს გარდაცვლილი სულიკო ასათიანის მეუღლემ ძლივს ამოიღო ხმა და მოითხოვა განმეორებითი ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა გარდაცვალების მიზეზი, რადგან გვამიდან ამოღებული ბიოლოგიური ნარჩენები განადგურებული იყო. ჩემი თვალით ვნახე გვამი,რომელიც იყო ნაწამები, დაზიანებული, შელახული, ასევე სხვებმაც ნახეს და დაადასტურებენ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ

დავით ლორთქიფანიძე  ძირეულ გამოძიებას მოითხოვს და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს, როგორც მოწმემ.


" ასევე, ვითხოვ დაიკითხოს ყველა, ვინც ამ საქმეშია გარეული და გადამოწმებული იქნას მათი ზარები, ვინც გარდაცვლილის ოჯახში დადიოდა გარდაცვალების შემდეგ, დაიკითხოს ყველა პოლიციელი. სამართლიანობა უნდა აღდგეს ერთხელ და სამუდამოდ", -  განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს "სახალხო კრების" აქციის დარბევა მსხვერპლით დამთავრდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44