საერთაშორისო კინოსკოლების ფესტივალის „გრან პრი“ ქართულ ფილმს გადაეცა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:47

 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 23 მაისს, 14:00 საათზე,   მსოფლიო კინოსკოლების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმის რეჟისორს, ზურა დემეტრეშვილს პორტუგალიიდან ჩამოტანილი პრიზი საზეიმოდ გადაეცემა.

14-18 მაისს, პორტგუგალიის ქალაქ პორტოში მსოფლიო კინოსკოლების მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი MIFEC გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 12 ქვეყნის 20-მდე კინოსკოლამ, მათ შორის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო.

18 მაისს, ფესტივალის დასკვნით საღამოს საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის "გრან პრი" გადაეცა ქართულ სტუდენტურ ფილმს „გზაგასაყარი“. ფილმის რეჟისორი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ზურა დემეტრეშვილი გახლავთ. ფილმი „თიბისი“ ბანკის დაფინანსებით არის გადაღებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54