ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 18:21

ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი ძალიან მტკიცე და ერთგული მხარდამჭერი, - განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალესი პეტრიაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას გააკეთა.

მინისტრმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესპანურ მხარესთან შეხვედრები გამართა. მისი თქმით, ესპანეთი მხარს უჭერს როგორც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას.

სახელმწიფო მინისტრს ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ესპანეთის მხარდაჭერა დაუდასტურეს. შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ესპანელი მონიტორების მონაწილეობისათვის ალექსი პეტრიაშვილმა ესპანურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა თხოვნით მიმართა ესპანურ მხარეს მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ესპანურენოვან სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გატარების მიზნით.

მადრიდში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვას განაგრძობს.

ქართულმა მხარემ ესპანეთს ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე 2013 წლის შემოდგომაზე ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების პარაფირება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში.

ესპანური მხარის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ესპანეთის მხარდაჭერას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი და მალის მისიაში საქართველოს ჩართვის დადებით მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ავღანეთის ISAF-ის მისიაში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი ელკანოს გლობალური პოლიტიკის კვლევის სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. დაგეგმილია, ასევე, ინტერვიუები ესპანურ გამოცემებთან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44