საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 17:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას ეხმიანება და მნიშვნელოვანს უწოდებს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დაინტერესებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ:

"მივესალმები ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის ქეთრინ ეშტონისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელთა დაინტერესება და ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ყველა ზომას მიმართავენ, რათა თითოეულ საქმეზე პროცესი საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით წარიმართოს.

ჩვენ გამოვრიცხავთ მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე პოლიტიკური ასპექტების გავლენას რაიმე ფორმით.

კიდევ ერთხელ მივესალმები საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის განსაკუთრებულ დაინტერესებას. მჯერა, თქვენი ასეთი ყურადღება მხოლოდ დაეხმარება საქართველოს მთავრობას პროცესების სამართლებრივად გამართულად და სამართლიანად წარმართვაში", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44