ნაციონალური მოძრაობა პრემიერისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 16:34

საპარლამენტო უმცირესობა-ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს ქუთაისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართეს, დაიცვან დაკავებულების მხარდამჭერების უსაფრთხოება და განახორციელონ პრევენციული ზომები ყველანაირი ძალადობის აღსაკვეთად ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, თუკი მათზე ძალადობა განხორციელდება, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება. 

„მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სამოქალაქო ჯგუფებს შორის და არ მიეცეს გასაქანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ღიად ძალადობენ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები.  ახლავე ვაცხადებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოზე მშვიდობიანად მივალთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ვაფრთხილებ ყველას, თუ მეორე მხრიდან განხორციელდება ჩვენზე ძალადობა, ეს იქნება ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ბრალი", - განაცხადა გაბაშვილმა.

გიორგი გაბაშვილის განცხადებით,  ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55