23 მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 23:57

ვერძი - დღეს ნუ ელით სხვებისგან თანადგომას და დახმარებას. მოგიწევთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ პრობლემებს და იყავით თქვენი თავის იმედზე.

კურო - დღეს თავი დაანებეთ ზემეტად აქტიურ მოქმედებებს. ეცადეთ ძალიან არ გადაიღალოთ.

ტყუპები - დღეს თქვენი მოზღვავებული გრძნობები ცვლილების წინაშე დაგაყენებთ. მოძებნეთ ვინმე ისეთი,  ვინც შესძლებს თქვენს დახმარებას. კარგად დაფიქრდით, თუ რას აკეთებთ და რა შედეგი შეიძლება მოგიტანოთ ღქვენმა გადაწყვეტილებამ.

კირჩხიბი - დღეს რაიმე მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავეთ. თქვენ პრობლემებს შორიდან შეხედეთ და დაუფიქრებლად ემოციების ფონზე ნუ გადაწყვეტთ რაიმე საკითხს.

ლომი - თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პრინციპები ხელს გიშლით ცხოვრებაში, უმჯობესია,  გადახედოთ და გადააფასოთ ისინი. თქვენი პრობლემებს უმეტესობა ამ საკითზეა დამოკიდებული.

ქალწული - დღეს ყველა სიამოვნებით დაგელაპარაკებათ და მოუნდებათ თქვენთან ურთიერთობა, რადგან განწყობაც შესაამისი გექნებათ. დღის ბოლოს არ არის გამორიცხული, მოულოდნელი რომანი დაიწყოს.

სასწორი - როდესაც სვამთ კითხვას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გიპასუხებენ. ამიტომ ასეთი წვრილანების გამო ნუ იჩხუბებთ და ნუ გაიფუჭებთ განწყობას, საკუთარი ინტერესები კი გულმოდგინედ დაიცავით ყოველთვის.

მორიელი - დღეს ბევრად მგრძნობიარე იქნებით, ვიდრე საერთოდ ხართ ხოლმე, თუმცა არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალონ.

მშვილდოსანი - დღეს თქვენი ამოცანა იქნება, კიდევ ერთხელ მიიღოთ სხვებისგან დახმარება საჭირო დროს. დღე დაიწყეთ ხალისიანად და შემართებით, ეს ხელს შეგიწყობთ გეგმების განხორციელებაში. გაითვალისწინეთ, კარგი განწყობა საქმის კარგად შესრულების ერთ-ერთი პირობაა.

თხის რქა - სანამ საქმეს აკეთებთ, გამოიჩინეთ ნებისყოფა და არ დანებდეთ ადვილად. წარმატება ისე ადილად არ მოდის,  როგორც გგონიათ. ამიტომ დროა, მყარი ნებისყოფა გამოიჩინოთ,  თუ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ.

მერწყული - ნუ ეცდებით სირაქლემის პოზიციის დაჭერას, დროა, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და ადეკვატურადაც მოიქცეთ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში.

თევზები - დღეს არ არის გამორიცხული, პატარა სკანდალი შეგხვდეთ,  თუმცა ეს ინციდენტი  ნერვიულობად არ ღირს. ფარ-ხმალი არ დაყაროთ და გააგრძელეთ დასახული მიზნისკენ სწრაფვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55