პრეზიდენტი მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მიმართავს, ქვეყანას დარტყმის ქვეშ ნუ დააყენებენ

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 15:46

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას საქართველოს პრტეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პატიმრობაზე, ეს ჩვეულებრივი იურიდიული აქტი კი არა, ქვეყნის სრულიად ახალ რეალობაში გადაყვანა იქნება.

"შარშან ოქტომბერში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი და მშვიდი გადაცემა არჩევნების გზით. ჩვენ გაგვიჩნდა ისტორიული შანსი გავმხდარიყავით სრულფასოვანი, წარმატებული დემოკრატია. დღეს, გაჩნდა საფრთხე ამ რეგიონის რიგით ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების, რაც ეჭვგარეშეა, რომ  ქვეყანას მრავალი წლით დახევს უკან, როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საგარეო ურთიერთობების მხრივ. მივმართვ მთავრობას და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს, კარგად დავუფიქრდეთ ასეთი ნაბიჯების შედეგებს და ნუ დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს დარტყმის ქვეშ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54