აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ქართულ-აზერბაიჯანული თანამეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 15:25

22 მაისს, 17:00 საათზე მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება საქართველო-აზერბაიჯანის მრავალწლიანი თანამეგობრობის აღნიშვნას ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. კერძოდ, ჰეიდარ ალიევის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა მოეწყობა. ასევე, წიგნის „ჰეიდარ ალიევი საქართველოში“ პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ნავთობკომპანია სოკარის მხარდაჭერით ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44