86 ათასზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება 2014 წლამდე მოხდება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 15:06

ენერგეტიკისა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახი კალაძის თქმით, გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

2013 წელს დაგეგმილი გაზიფიცირების სამუშაოები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად განხორციელდება: აჭარა - 2450 აბონენტი, გურია - 4545 აბონენტი, იმერეთი - 25 428 აბონენტი, კახეთი - 6579 აბონენტი, მცხეთა-მთიანეთი - 3671 აბონენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 17 277 აბონენტი, სამცხე-ჯავახეთი - 9782 აბონენტი, ქვემო ქართლი - 9868 აბონენტი, შიდა ქართლი - 6589 აბონენტი. სულ - 86 189 აბონენტი. დეტალური ინფორმაცია იმ სოფლების შესახებ, სადაც გაზიფიცირება იგეგმება, ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55