ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას კახა კალაძე ეხმაურება

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:45

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხდა, რომ იგი პოლიტიკურ ანგარიშწორებას გამორიცხავს და დარწმუნებულია, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ვიცე-პრემიერი ასევე აცხადებს, რომ კანონი არის ყველასთვის ერთი, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ რა თანამდებობაზე არიან.

"მე მესმის ძალიან კარგად, რომ 9 წლის განმავლობაში რა ხდებოდა. იყო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, კასტა რომელთათვისაც, ყველაფერზე ნება დართული ჰქონდათ, შგეძლო მოეპარა, გაეფუჭებინა, ბიუჯეტი გაეძარცვა, ადამიანები მოეკლა და თავისუფალი ყოფილიყო, არანაირი კანონი არ მოქმედებდა მათ წინააღმდეგ. ეს აღარ იქნება, დღეს სულ სხვანაირი გარემოებაა ქვეყანაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54