ეკა ბესელია თვალყურს ადევნებს მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმის გამოძიებას

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:42

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნას და სამართლიანი სამდურავის შედეგს უწოდებს.

ბესელიას თქმით, უკვე დიდი ხანია დაზარალებული და უფლებაშელახული ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

"როცა ლაპარაკია პროკურატურისთვის შეუფერებელ და გაუგებარ ქმედებაზე, როდესაც წინასწარ გაცხადდა დამატებით რა ტიპის ბრალდებები შეიძლება იქნას წარდგენილი, ეს არის მათი ხელისუფლების გადმონაშთი, რადგან ადამიანებს ჯერ აპატიმრებდნენ და სამხილს შემდეგ ეძებდნენ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჯერ მტკიცებულებების შეგროვება ხდება და შემდეგ ბრალის წარდგენა", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პოლიტიკურ დევნაზე საუბარს, დეპუტატის თქმით, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, თვალ-ყურს მიადევნებს, რომ გამოძიებამ კანონის დაცვით იმოქმედოს.

"ჩვენ გვექნება კონტროლი იმისთვის, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართოს", -  განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44