გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალურ მოძრაობას განახლების ეტაპი დაუდგა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:32

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა,  მოსახლეობის მოთხოვნაა საქართველოში სამართლიანობის აღდგენა.

"ეს შეიძლება ვინმემ შურისძიებად ჩათვალოს. მეც მივიჩნევ, რომ შურისძიებაა, ოღონდ არა პერსონების, ვთქვათ ბიძინა ივანიშვლის, არჩილ კბილაშვილის, გუბაზ სანიკიძის ან "ქართული ოცნების", არამედ ეს არის ქართველი ხალხის და ქართული სამართლის შურისძიება. სამართლის ქმნა კი ყოველთვის შურისძიებასთან არის დაკავშირებული. დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" განახლების ეტაპი დაუდგა, ამიტომ უნდა მოიშორონ ისეთი სადაო ფიგურები, როგორიცაა მერაბიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55