კობა დავითაშვილი მერაბიშვილისთვის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:19

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი კობა დავითაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას აკისრებს. 

მისივე თქმით, 7 ნოემბრის ხსენება რატომღაც არავის არ უნდა, როცა მერაბიშვილი აქციის დარბევის მთავარი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი იყო.

დეპუტატი მთავარ პროკურორს მიმართავს და ამ საკითხზე განმარტებას ითხოვს.

" მერაბიშვილის მიმართ დიდი ხანია ბრალდებები არსებობს. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში არასათანადო სისხლის სამართლებრივი დევნაა და არა პოლიტიკური. რატომ არ არის 7 ნოემბრის ხსენება? კიდევ ერთხელ მინდა გავახსენო ჩვენს მთვარ პროკურატურას, რომელსაც მუდამ ავიწყდება ეს საკითხი და ყველა საკითხზე საუბრობს ამის გარდა, 7 ნოემბერს პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პოლიციის შესახებ კანონში, ეს მოხდა მერაბიშვილის ბრძანებით. ეს არის დანაშაული, რომელსაც გამოძიებაც არ სჭირდება, დამდგარი ფაქტია და რატომ არ ეძლევა მას სამართლებრივი შეფასება და რატომ არ შედის ამ ბრალში მერაბიშვილის მიმართ ეს ფაქტი, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მოვითხოვთ განმარტებას და ვიმედოვნებ, მთავარი პროკურატურა განმარტებას გააკეთებს", -   განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55