აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 14:13

აშშ-ში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ამერიკის პრეზიდენტმა ოკლაჰომაში დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 მაისს სამაშველო სამსახურებმა ნანგრევებიდან 100 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

 მათი უმრავლესობა მაშველებმა საცხოვრებელი სახლებისა და სკოლის სარდაფებში აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ოკლაჰომას შტატს გიგანტურმა ტორნადომ 21 მაისს გადაუარა. ჯერჯერობით უცნობია ტორნადოს შედეგად დაღუპულთა ზუსტი ციფრი. ადგილობრივ საავადმყოფოებში 24 ადამიანის დაღუპვა უკვე დადასტურებულია. დაღუპულთაგან 9 ბავშვია.

სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას ამინდი უშლის ხელს. ტორნადოს შემდეგ წვიმა და ჭექა-ქუხილი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44