ეკლესიის მსახურება ალიბი ვერავისთვის ვერ იქნება - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 11:02

ეკლესიის მსახურება ალიბი ვერავისთვის ვერ იქნება, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 17 მაისის მოვლენები და სამარცხვინო უწოდა. პრემიერის განცხადებით, კანონდარღვევაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს,

  იქნება ეს რიგითი მოქალაქე თუ სასულიერო პირი, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"ეს არ იყო არც ქართული და არც ქრისტიანული ხასიათი, თუმცა არც ერთი რელიგია და, მით უმეტეს, ქრისტიანობა, ძალადობას არ ღაღადებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით. დაელოდება გამოძიების შედეგებს, თუმცა აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯონ ის პირებიც, ვინც ძალადობდა და ამისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.

ივანიშვილის განცხადებით, კითხვები, რომელიც არსებობს ევროპისა და ამერიკის მხრიდან, კანონდამცავი სტრუქტურების სწორი ქმედებით უახლოეს ხანში გაეცემა.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44