თამარ ჩერგოლეიშვილს ამ ცხვრებში საპატიო „დოლის“ ადგილი ეკავა - მაია ხარაძე

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 13:40

„ჩვენი უფლებებისათვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში, facebook-ით გავრცელებულ განცხადებებს პასუხობს, სადაც ჩერგოლეიშვილი საზოგადოებას ცხვრის ფარას უწოდებს და ნაციონალური მოძრაობის გამიჯვნაზე საუბრობს:

"თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში, facebook-ზე გააკეთა რამოდენიმე განცხადება, სადაც ის ერთის მხრივ საუბრობს, რომ ემიჯნება სააკაშვილს და“ ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო მეორეს მხრივ შეურაცყოფას აყენებს ახალ ხელისუფლებას და საზოგადოებას.

მინდა ვუთხრა ჩერგოლეიშვილს, - არც საზოგადოებაა ცხვრის ფარა როგორც თვქვენ ამბობთ და არც ახალი ხელისუფლება მოგვიაზრებს ასეთად. ვისაც ჰყავდა ცხვრის ფარა ეს სააკაშვილის რეჟიმი იყო და და თქვენ ქალბატონო თამარ ამ ცხვრებში საპატიო „დოლის“ ადგილი გეკავათ.

ახლა, რომ ემიჯნებით თქვენს ბელადს და კრიმინალურ გაერთიანება „ნაცებს“, სად იყავით მაშინ როცა ერი გმინავდა მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკური ტერორის გამო?"

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44