მოსამართლე არავის წინაშე არაა პასუხისმგებელი - კოტე კუბლაშვილი

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 12:58

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება არასასურველი აღმოჩნდეს რომელიმე მხარისთვის, ყველამ უნდა აიტანოს, რადგან სწორედ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა,  - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტირებისას,

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე არავის არ აქვს უფლება, წინასწარ ამ გადაწყვეტილებაზე ისაუბროს და მოსამართლე არავის წინაშე პასუხისმგებელი არაა.

 "ვინმეს ჩარევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაუშვებელია. კონკრეტული მოსამართლე, რომელიც ამ საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, არავის წინაშე არაა პასუხისმგებელია, არც ჩემ, არც პრემიერის, არც პრეზიდენტის წინაშე. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩაერევა ამ პროცესში, კანონდამრღვევი იქნება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება თუკი მიუღებელი იქნება ვინმესთვის, ეს უნდა გამოხატოს გასაჩივრებით, რაც  სასამართლოს დამოუკიდებლობას განაპირობებს.

"ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მივაღწიოთ. თუ ვინმეს, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ მოსწონს გადაწყვეტილება, უნდა გამოხატოს საჩივრით  და არა ღია თავდასხმებით. არასასურველი გადაწყვეტილებები ყველამ უნდა აიტანოს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51