მიხეილ სააკაშვილმა ლგბტ-ს აქციის გამართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 21:31

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 17 მაისის მოვლენები შეაფასა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივის მიგების ადგილთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო.

პრეზიდენტის თქმით, არის საზოგადოების ჯგუფი, რომლის თვითმიზანია ძალადობა იმის მიუხედავად, ვინ არის ამ ძალადობის ადრესატი და ასევე აღნიშა რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი მასშტაბის დაპირისპირება აქციის მონაწილეებს შორის არ მომხდა. მისივე თქმით, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ძალა გამოიყენოს, თუნდაც ანარქიის აღკვეთისას.

"პატარა ჯგუფი იქ მართავდა რაღაც აქციას. თავისთავად, ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იმის მახლობლად, სადაც მიდიოდა ცერემონია ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცებისა, ცალკე საკითხია. როცა ქვეყანაში ასეთი დაპირისპირება ხდება, მეც ვიღებ პასუხისმგებლობას და ისევ მინდა, განვაცხადო, რომ ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს",- განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54