თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ემიჯნება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 21:29

პრეზიდენტის მიერ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი facebook - ზე გამოეხმაურა. "თუ ნაციონალური მოძრაობა არ გაემიჯნება პრეზიდენტის კატასტროფულ განცხადებას ლგბტ თემის აქციის თაობაზე, მე ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერად აღარ განმიხილოთ.

შეიძლება ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი დაკარგეთ, ერთი მარგინალი სომეხი ჰომოსექსუალი ვარ. მაგრამ მგონია, რომ ცდებით" - წერს ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 17 მაისის შეფასებისას აღნიშნა, რომ ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივის მიგების ადგილთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა მიზანშეწონილი არ იყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44