მარტვილში მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 16:52

 ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია 22 მაისს, 10:00 საათზე, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში, მინი-ფეხბურთში უეფას მასობრივი ფეხბურთის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს დაესწრებიან.

ღონისძიების ორგანიზატორია ახალგაზრდული გაერთიანება „მარტვილი“. პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

ახალგაზრდული გაერთიანება „მარტვილი“ ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ფეხბურთის ტურნირი, რომელიც მარტვილის რაიონში 10 აპრილიდან 22 მაისამდე ტარდებოდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღო: საჯარო სკოლების ჭაბუკთა 34-მა და გოგონათა 24-მა გუნდმა. პროექტში, საერთო ჯამში, ჩართული იყო ხუთასზე მეტი მონაწილე.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გოგონათა და ჭაბუკთა გუნდები. სულ გაიმართება 6 მატჩი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55