ვანო მერაბიშვილს ბრალი გირგვლიანის საქმით და 26 მაისს აქციის დარბევის ეპიზოდით დაუმძიმდება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 19:41

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი კიდევ დაუმძიმდება. პროკურატურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის აქციის დარბევასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობაშიც ედება ბრალი.

 

გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 28 იანვარს, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლისა და სხვა მასთან დაახლოვებული პირების დანაშაულისგან განრიდების მიზნით, უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოება უზრუნველყო და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

ასევე, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენება, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადსხვა ხარისხის დაზიანები მიიღო მრავალმა ადამიანმა.

დაკავებულები უკვე გადაიყვანეს იმერეთის სამხარეო პროკურატურიდან ქუთაისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში, მათ ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღესვე წაუყენებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54