17 მაისის ინციდენტში მონაწილე პირებს საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 19:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 პირს 17 მაისის აქციაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის  გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებზე , თითოეულს 100-100 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

ღია სასამართლო სხდომაზე, დაკავებულებმა, გარდა ზურაბ ჩხეიძისა, აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. ასევე, აღნიშნეს რომ 17 მაისის აქციაზე თავად დაზარალდნენ, კერძოდ ყველა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ზურაბ ჩხეიძის, გიგა კუჭუხიძისა და ბექა ფირანიშვილის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი არ დადასტურდა. რის გამოც სასამართლომ შესაბამისი მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. ასევე, ამ პირთა მიმართ სამართალდარღვევის ოქმი სრულყოფილად არ იყო შედგენილი, რის გამოც დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სასამართლო მიმართავს სასამართლოში ოქმის წარმომდგენ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს წამომადგენლებს და ავალებს მათ, წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დარღვევების მიმართ გატარებულ შესაბამის ღონისძიებათა შესახებ აცნობონ სასამართლოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44