ქვეყანაში, სადაც ისეთ წესიერ ადამიანს აკავებენ, როგორიც ზურაბ ჭიაბერაშვილია, კომენტარების გაკეთება ზედმეტია - ხათუნა გოგორიშვილი

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 19:22

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა  კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ვინც იცნობს ზურაბ ჭიაბერაშვილს ან მის საქმიანობას, ამ ფაქტს ყველა ერთნაირად შეაფასებს.

რაც შეეხება საერთოდ დღევანდელ დაკავებებს, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც სიმართლესა და სამართლიანობაზე კიტოვანი ლაპარაკობს, სადაც კორუფციის არაერთი ფაქტი იქნა დაფიქსირებული და სადაც მორალს ის ადამიანები გიკითხავენ, რომლებიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ იქცევიან, ეს დაკავებები, რა თქმა უნდა, ლოგიკურია.

"ქვეყანაში, სადაც ასეთ წესიერ ადამიანს აკავებენ, როგორიც ჭიაბერაშვილია, კომენტარების გაკეთება ზედმეტია“,  -  აღნიშნა გოგორიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44