ნაცმოძრაობის „ხერხემლის“ დაკავებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:41

მივესალმები სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენისა და „ნაციონალური მოძრაობის“ „ხერხემლის“ ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტს, - განუცხადა "ჯეონიუსს" კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა. 

"უფლებადამცველები დიდიხანია ვითხოვდით დამდგარიყო მერაბიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ ჩადენილი არაერთი მძიმე და და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის გამო", - აცხადებს ლილუაშვილი. 

კოალიციის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში მერაბიშვილის ბედს გაიზიარებს ავტორიტარული რეჟიმის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და ისიც წარსდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

"ვფიქრობ, იწყება სამართლიანობის აღდგენის პროცესი", - განაცხადა დავით ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44