ბაჩო ახალაიას დაკავებისას ვიღაცეებმა ხმა არ ამოიღეს, ეგონათ, რომ მათ არ მიადგებოდნენ, მაგრამ...

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:32

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება ამ კონკრეტულ შემთხვევაში 17 მაისის მოვლენების გადაფარვას ემსახურება, - ამ შეფასებით "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე  ვანო მერაბიშვილისა და ზურამ ჭიაბერაშვილის დაკავებას facebook-ზე გამოეხმაურა.

"ვანო მერაბიშვილის დაკავება მსგავსი საფუძვლით, ცოტა არ იყოს და, არასერიოზულად გამოიყურება, ისევე როგორც მისი დაკითხვებზე ტარება იმის გასარკვევად, იყო ის ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე.

ამ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ ვისაუბრო ვანო მერაბიშვილის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე, რადგან ვთვლი, რომ მერაბიშვილის დღევანდელი დაკავება არ უნდა იქცეს მორიგ შოუდ და არ უნდა გახდეს მისი პიარის საფუძველი, ასევე 17 მაისის მოვლენების გადაფარვის მიზეზი.

P.S. როცა ბაჩო ახალაია დააკავეს და ვიღაცეებმა ხმა არ ამოიღეს, მაშინ, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ მათ არ მიადგებოდნენ, მაგრამ . . ." - წერს თუთბერიძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44