ვანო მერაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში გიორგი ჩივიაშვილი დაიცავს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:44

ვანო მერაბიშვილის ინტერესებს სასამართლოში გიორგი ჩივიაშვილი, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს გიორგი გელხაური დაიცავს.   მათი განცხადებით, ორივე დაკავებული არც ერთ სავარაუდო ბრალდებაში, რომელთაც მათ წაუყენებენ,  თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებებს სასაცილოდ მიიჩნევს.

"მერაბიშვილს ედავებიან სამუშაოს მაძიებელთა ბაზების შედგენასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გამოძიებას  ჰქონდა კითხვები, თუ რატომ იყო 70 წელს მიღწეული ადამიანი დასაქმებული იმ ბაზების შექმნაში", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოძიებამ დღეს, ქუთაისის საოლქო პროკურატურაში 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52