ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მთავრობა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, საქართველოში არ პარპაშებდეს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:25

ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის მიმართ და ეს არის გზა, რომლითაც მათ სურთ, რომ გაანადგურონ ოპოზიცია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა  მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების კომენტირებისას. 

წიკლაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ხნის წინ თქვა, რომ პროკურატურასთან რიგები შეწყდება მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეწყვეტს წინააღმდეგობას და რადგან, მისივე თქმით, ისევ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, მიიღეს გადაწყვეტილება და უხეში, მდარე, პრიმიტიული ხერხებით აპირებენ  ნეიტრალიზებას იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც დღეს არის ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური ძალა.

"ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას ვერ შეძლებენ. ნაციონალური მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მთავრობა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, არ პარპაშებდეს საქართველოში და არ აკავებდეს იმათ, ვის სახელთანაცაა დაკავშირებული ამ ქვეყნის აშენება და დემოკრატიის განვითარება", - განაცხადა წიკლაურმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44