მელორ ვაჩნაძე გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებს ითხოვს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 16:18

17 მაისის აქციაზე მომხდარი დაპირისპირება საერთაშორისო ასპარეზზე ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული,  - ამის შესახებ "ჯეონიუსს"  უფლებადამცველმა მელორ ვაჩნაძემ  განუცხადა.

უფლებადამცველი 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ დაგემილ აქციას პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს რომ ამ "პროვოკაციის" მიზანი, ქვეყნის და ახალი ხელისუფლების საერთაშორისო ასპარეზე დისკრედიტაციაა.

"ორგანიზაცია "იდენტობა" შეიქმნა ბოკერია-ჩერგოს სურვილით, მათი დახმარებით და ლობირებით ფინანსდება. ეს რამდენიმე ქართველმა ბიზნესმენმაც დამიდასტურა და იმის შემდეგ, რაც მოხდა და დაიძაბა სიტუაცია, პანიკაში ჩავარდნილებმა სულელური განცხადებების კეთება დაიწყეს. ეს ინფორმაცია ძალიან სანდო წყარომ მომაწოდა ადრე და მისი გადამოწმება არაერთხელ მოვახდინე. ასე რომ, მერწმუნეთ, ეს პოპულისტური განცხადება არაა",  - განაცახადა ვაჩნაძემ.

უფლებადამცველის თქმით, პროკურატურას ინცინდენტის გამოძიების მოთხოვნით საჯაროდ არაერთხელ მიმართა. თუ გამოძიება ამ ინცინდენტის მოკვლევით დაინტერესდება, აღნიშნული ინფორმაციის წყაროსაც დააასახელებს.

მელორ ვაჩნაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში პროკურატურას მომხდარი ინცინდენტის გამიძიების მოთხოვნით ოფოციალური განცხადებითაც მიმართოს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54