კობი-გუდაურის მონაკვეთის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 16:49

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატთან, მირიან წიკლაურთან ერთად, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. აღნიშნული გზა ბოლოს 22 წლის წინ გაკეთდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია აღარ ჩატარებია.

კობი-გუდაურის გზაზე მიწის სამუშაობი ერთი თვეა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ხიდს და აშენდება 1 სრულიად ახალი ხიდი. პროექტის ღირებულება 14 მილიონ 800 ათასი ლარია. სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.

„კობი-გუდაურის მონაკვეთზე ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტარდება გრუნტის დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები. ოქტომბრის ბოლომდე მთლიანად 20 კილომეტრიანი მონაკვეთი და მოქმედი 2 გვირაბი გაკეთდება იმისათვის, რომ ავტოტრანსპორტის გავლადობა იყოს შეუფერხებელი. აქედან გამომდინარე, მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავებთ. ჯერ-ჯერობით, სამუშაოებზე ტექნიკა ნაწილობრივ არის მობილიზებული, ხოლო იმისათვის, რომ მუშაობის ტემპები დაჩქარდეს, ზაფხულის განმავლობაში კობი-გუდაურის სამუშაო მონაკვეთზე ტექნიკის სრულ მობილიზებას მოვახდენთ“, - განაცხადა სამუშაოების დათვალიერების შემდეგ დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 400-მდე ადამიანი დასაქმდება. სამუშაოები აპრილში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44