შეერთებული შტატები გმობს 17 მაისს მშვიდობიან მოსახლეობაზე მომხდარ თავდასხმას

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 16:31

თბილისში 17 მაისს მომხდარ დაპირისპირებას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა მშიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაგმო და განაცხადა,  რომ მსგავსი ქმედებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა ხდებოდეს.

„შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვას და მსიფლიოში ყველა მოქალაქის თავისუფლებას. შეერთებული შტატები გმობს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ მშვიდობიან მარშზე 17 მაისს მომხდარ თავდასხმას. მსგავსი არატოლერანტული ქმედებები  არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა პატრიკ ვენტრელმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55