ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 15:12

საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი  და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი და  საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულია.

აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის სამხარეო პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით,  უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულის გამოსაძიებლად აქტიურ მოქმედებებს ახორციელებდა.

პროკურორის თქმით, გამოძიებამ ამ ეტაპზე ვანო მერაბიშვილის მიერ ჩადენილი ორ ეპიზოდი გახსნა, რომელლაგან ერთ-ერთი 2012 წლის საპატლამენტო არჩევნების პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვას ეხება და რომელიც მისი პრენმიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში არის ჩადენილი. გამოძიებაის ინფორმაცით აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფომ 5 მილიონ 200 000 ლარი იზარალა.

ხოლო მეორე ეპიზოდი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, მისი აგარაკის ხარჯების ასხელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ეხება, რის შედეგადაც სახელმწიფომ 158 000 ლარი იზარალა.

აღნიშნული ბრალდება 7 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44