ნინო ბურჯანაძე სერიოზულ კონკურენციას გაუწევს გიორგი მარგველაშვილს - გიორგი კორკოტაშვილი

პარასკევი, 24 მაისი, 2013 - 11:45

რადიო "საქართველოს ხმის" გადაცემა "კორკოტას დილის" წამყვანმა გიორგი კორკოტაშვილმა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო კანდიდატები, გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე შეაფასა.

მისი განცხადებით, ორივე ღირსეული კანდიდატია, თუმცა ნინო ბურჯანაძეს სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს.

„ქალბატონი ნინო არის სერიოზული პოლიტიკოსი და, ვფიქრობ,  სერიოზულ კონკურენციას გაუწევს გიორგი მარგველაშვილს, მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნების" კანდიდატს  ზურგი გამაგრებული აქვს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კორკოტაშვილმა.

როგორც კორკოტაშვილმა  “ჯეონიუსს" განუცხადა, ორივე კანდიდატს ახლოს იცნობს  და გაუჭირდება იმის თქმა, თუ რომლის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

გიორგი კორკოტაშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთმა მეორის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44