17 მაისის აქციაზე წლების განმავლობაში დაგროვილი ჩაგვრის, უსინდისო ქცევების პროტესტი გამოვლინდა - გიორგი კორკოტაშვილი

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 15:20

17 მაისს მომხდარი დაპირისპირება არ იყო მხოლოდ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" რადიო "საქართველოს ხმის" გადაცემა "კორკოტას დილის" წამყვანმა გიორგი კორკოტაშვილმა განუცხადა.

კორკოტაშვილის განცხადებით, ეს იყო 10 წლის განმავლობაში დაგროვილი ჩაგვრის, უსინდისო ქცევების პროტესტი, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა საზოგადოება. 

„სადაც ემოციაა, იქ შეიძლება ყველაფერი დავარცხნილად არ მოხდეს, ზოგმა შეიძლება ოდნავ მეტი გააკეთა, შეიძლება ზოგმა ოდნავ ნაკლები,  თუმცა ფაქტია,  რომ თვითონ ლგბტ-ს მიერ ორგანიზებულმა აქციამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რაც აგრესიის მიზეზი გახდა“, - განაცხადა გიორგი კორკოტაშვილმა.

მისივე თქმით, „სახელმწიფო რაღაცას რომ გადაწყვეტს, ამას მერე საზოგადოებაში იმკის".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54