"საქართველოს ირანიზაციას" დედაენის ბაღში გააპროტესტებენ

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 14:54

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ დაგეგმილი აქციის საწინაღმდეგოდ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების გასაპროტესტებლად კიდევ ერთი აქცია, ამჯერად დედაენის ბაღში დაიგეგმა. "არა ტეოკრატიას" - მოქალაქეებისადმი მოწოდება, რომ წინ საზოგადოება წინ აღუდგეს საქართველოს ირანიზაციას სოციალურ ქსელში გაჩნდა. აქცია 24 მაისს დედა ენის ბაღში 19:00-ზე არის დაანონსებული, აქციის ოპრგანიზატორები 2 ათას მხარდამჭერს ელოდებიან.

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად დავინახეთ, რომ სახელმწიფო უძლურია დაიცვას ჩვენი ფუნდამენტური უფლებები (მათ შორის სიცოცხლის უფლებაც). ამასთან, სწორედ 17 მაისს, რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა ყველაზე აგრესიული და მასშტაბური ფორმით გამოააშკარავა თავი საქართველოში. მოგიწოდებთ ყველას მოხვიდეთ აქციაზე და მოითხოვოთ კონსტიტუციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია - არა თეოკრატიას!!!

ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1-2 ათასი ადამიანი მაინც შევიკრიბოთ! მხოლოდ ერთ დღეს, რამდენიმე წუთით მაინც უნდა მოხვიდეთ დედა ენის ბაღში, რომ წინ აღუდგეთ საქართველოს ირანიზაციას.

აქციაზე სხვადასხვა ფოტოგრაფები, არტისტები გამოფენენ ნამუშევრებს თემაზე "არა სიბნელეს". რამდენიმე დღეში მზად იქნება ვიდეო მიმართვა "არა თეოკრატიას" სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით. დედა ენის ბაღში გამოვფენთ სასულიერო პირების და მრევლის მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილ სისასტიკეტა ამსახველ ფოტოებს.

გელოდებით ყველას - პარასკევს, 19:00-ზე უნდა დავანახოთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ 200 კაცი" - წერია მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44