პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სიდას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 14:38

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ („სიდა“) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სასჯელ-აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეების მიზანია ქვემო ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის განხორციელება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევას, მათ პიროვნულ განვითარებას საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სპორტული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების გზით უზრუნველყოფს.

მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44