22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 13:52

22 მაისს  ბიომრავალ-ფეროვნების  საერთაშორისო  დღე აღინიშნება.  ყოველწლიურად   ბიომრავალფეროვნების  დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოსდაცვით თემას ეძღვნება. 2013 წლის 22 მაისის თემაა „წყალი და ბიომრავალფეროვნება“.

2000 წლის დეკემბერში გაეროს გაერთიანებულმა ასამბლეამ 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი იმ მიზეზით შეირჩა, რომ 1992 წელს სწორედ ამ დღეს მოხდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება.

საქართველოს ბიომრავალფეროვნება მდიდარია და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით - სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის დონისა თუ ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებების მხრივ. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

ტერმინი „ბიომრავალფეროვნება“ აღნიშნავს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისა და ბუნებრივი პროცესების ერთობლიობას, რაც მოიცავს ეკოსისტემებს, გენეტიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და კავშირებს ყველა არსებულ სახეობას შორის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54