სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალის შესარჩევად მასშტაბური კონკურსი ცხადდება

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 13:48

სასჯელ-აღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტი პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სამედიცინო პერსონალის შესარჩევად, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ვაკანსიებზე მასშტაბურ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის შედეგად სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოებში და პირველადი ჯანდაცვის რგოლებში მენეჯმენტის, ექიმების და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დაკომპლექტება ხელახლა მოხდება.

ვაკანსიები გამოქვეყნდება როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს (hr.gov.ge), ასევე სამინისტროს ვებ-გვერდებზე (mcla.gov.ge) და განაცხადების მიღება მოხდება ელექტრონულად. კონკურსის ორგანიზებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ექიმთა ასოციაცია ჩაერთვებიან.

დაინტერესებული პირები გაივლიან სამედიცინო ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს, ხოლო ამ ორ საფეხურზე შერჩეული კანდიდატები მუშაობის დაწყებამდე გაივლიან მულტიფაზური პერსონალურობის შეფასების ტესტს (MMPI).

სამედიცინო პერსონალის კონკურსის გზით ხელახლა შერჩევა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის 18 თვიანი გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 2013 წლის იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის სახელფასო განაკვეთი 60%-ით გაზარდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55