სოფლის მეურნეობას ახალი მაკონტროლებელი ორგანო დაიცავს - ალექსანდრე ლომოური

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 13:44

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომოურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელის ჰუან ეჩანოვესაგან თანამშრობლობის წერილი მიიღო, სადაც მიესალმება სამოქალაქო სექტორის აქტივობას სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

როგორც ალექსანდრე ლომოურმა „ჯეონიუსს“ განუცხადა, ევროკავშირის წარმომადგენელის ჰუან ეჩანოვეს წერილში ნათლად არის გამოხატული მისი დამოკიდებულება საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართ და მიესალმება გლეხებისა და ფერმერების საჩივრების სამართლიანად და სათანადო წესით განხილვის უზრუნველყოფას ხელისუფლების მიერ.

”ჰუან ეჩანოვე კარგად არის ინფორმიერბული საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობით და ჩვენი შეხვედრის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული შეიქმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამინისტროს პროგრამასთან დაკავშირებული პირების საჩივრების განხილვაზე და ამ პროგრამების გარე მონიტორინგზე”, - აცხადებს ლომოური.

წერილში ნათქვამია ისიც, რომ ჰუან ეჩანოვე მიესალმება თუ სახალხო დამცველის აპარატში, მისი მანდატის ფარგლებში, ერთეულის შექმნას, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებზე იმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54