ვანო მერაბიშვილი მთავრობას მიმართავს, მისი დაკითხვის პარალელურად უმუშევრობის მოგვარებით დაკავდნენ

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 12:21

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. როგორც მერაბიშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ დღევანდელი მთავრობა არ ფიქრობს მთავარი პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც დასაქმებას და უმუშევრობას ეხება. 

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მთავარი საქმიანობა დასაქმების პროგრამა იყო, თუმცა მისი განხორციელება არ დაგვცალდა. საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არათუ არ შექმნილა სამუშაო ადგილები, არამედ 80 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა", - განაცხადა მერაბიშვილმა და მთავრობას მიმართა, მისი დაკითხვის პარალელურად კარგი იქნება, თუ მათ მიერ შექმნილ ბაზას გაეცნობიან და დაკავდებოდნენ თითოეული ქართველის პრობლემის მოგვარებით.

ვანო მერაბიშვილიsს დაკითხვა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას შეეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი ჯერ კიდევ 14 თებერვალს დაკითხეს. 

 ასევე დაკითხვაზე დაბარებულია კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44