ხელისუფლება მოსახლეობას ვერ აწვდის პურს და სთავაზობს სანახაობას

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 11:32

ხელისუფლება მოსახლეობას ვერ აწვდის პურს და სთავაზობს სანახაობას, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისში გამგზავრებამდე პირველი რადიოს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ის და ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამას შესახებ არიან დაბარებულები, თუმცა კახეთის გუბერნატორის თქმით, მათი დაბარების მიზეზი პოლიტიკური მიტივითაა განპირობებული.

"თუკი გამოძიებას სჭირდება, რომ ოთხ კედელშუა ვიყოთ გამომწყვდეული, რას ვიზამთ, ეს ხელისუფლების ნებაა და მათ ხელშია დღეს სამართლებრივი ბერკეტი", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს, იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებული.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55