არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, მთავარი პროკურატურის დელეგაცია ყაზახეთში გაემგზავრა

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 11:10

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობით, მთავარი პროკურატურის დელეგაცია, დღეს 20 მაისს ყაზახეთში გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციას ყაზახეთის გენერალური პროკურორი და პროკურატურის თანამშრომლები ასტანაში შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები ხელს ურთიერგაგების მემორანდუმს მოაწერენ.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და საკუთარი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად ითანამშრომლებენ, პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად ჩაატარებენ შეხვედრებს და გაივლიან კონსულტაციებს, ურთიერთშეთანხმებით იმოქმედებენ პირთა გადაცემისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სხვა საკითხების სფეროში. ითანამშრომლებენ პროკურატურის ორგანოების თანამშრომელთა მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, გაიზიარებენ ერთმანეთის სამუშაო გამოცდილებას, მათ შორის გაცნობითი ვიზიტების, სტაჟირების, სემინარების ჩატარების მეშვეობით.

ყაზახეთში ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44