ნინო ბურჯანაძე ის კანდიდატია, რომელიც ყველაზე უკეთ შეასრულებს პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ არბიტრის როლს - ნანა დევდარიანი

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 21:09

იშვითი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ ლიდერს შეუძლია ერთნაირად ელაპარაკოს როგორც დასავლეთს, ისე რუსეთს, რაც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაში დღეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, - ასე შეაფასა "ჯეონიუსთან" საუბარში ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა "სახალხო კრების" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე.

დევდარიანი მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა მოქმედებს, დამაბალანსებელი, ნეიტრალური მხარის გააქტიურება აუცილებლია. მისი თქმით,  ახალი კონსტიტუციით  საქართველოს პრეზიდენტისთვის განსაზღვრული არბიტრის როლს ყველაზე უკეთ ნინო ბურჯანაძე შეასრულებს და არასაპარლამენტო ოპოზოციას მოუწოდებს,  გამოიჩინოს გონიერება და ერთ ძლიერ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

ნანა დევდარიანი  კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ბურჯანაძის კონკურენტად არ მიიჩნევს და თვლის, რომ "მარგველაშვილს კარგა ხანი დასჭირდება იმისთვის, რომ გამოცდილება და პირადი კონტაქტები გაიჩინოს, რაც ბურჯანაძეს უკვე წლების განმავლობაში აქვს".

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი "შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ უმაღლესი პოსტის დასაკავებლად მზად იყოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სერიოზულად იმუშავებს საკუთარ თავზე".

                                                                                                          მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52