ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 21:01

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა  ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის და ნდობისათვის მადლობა გადაუხადა თანაპარტიელებს.

ნინო ბურჯანაძე იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება რეალურად უზრუნველყოფს თავისუფალი და  დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როცა ყველა კანდიდატი მოახერხებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ისე, როგორც ეს ხდება ყველა თანამედროვე და ცივილურ ქვეყნებში.

"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი იქნება გააზრებული, გონივრული და გაკეთებული საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

ბურჯანაძის განცხადებით, პირადად გამართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44