სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ძალადობის აღკვეთა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 19:05

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციები 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ,  სადაც გმობენ ძალადობას და ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვენ. 

"ჯეონიუსი" გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას: 

"გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ 17 მაისს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვა და ძალადობის აღკვეთა. მიგვაჩნია, რომ ამ პრეცედენტმა ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

მოვითხოვთ 17 მაისის აქციაზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას, რაც მომავალში დაუსჯელობის სინდრომისა და ძალადობის პრევენციის საწინდარი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54