112-ის დეპარტამენტს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი ესტუმრა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 18:11

112-ის დეპარტამენტს ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი, მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, გაესაუბრნენ „112“-ის ქოლ ცენტრის ოპერატორებს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში ერთიანი საგანგებო ნომრის მართვის შესახებ.

„112“-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით გააცნეს სტუმრებს დეპარტამენტის სამომავლო გეგმები. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს „112“-ის განვითარების სტრატეგია და აღნიშნეს, რომ საქართველოს გამოცდილება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში, დაეხმარება მათ დასახული მიზნის, „112“-ის შექმნა ბელარუსში, წარმატებულად განხორციელებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44