ზურაბ ჩხეიძე 10 დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესის დაჩქარებას ითხოვს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 17:02

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე დღეს ხაშურის რაიონის სოფელ კლდისწყაროში ათი დღის წინ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ჯონჯოლის საკრეფად წასული ხაშურის რაიონის რვა მაცხოვრებელი 10 მაისს იქნა დაკავებული რუსი მესაზღვრეების ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. დაკავებულთა ოჯახის წევრებმა გუბერნატორთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ სამართალდამცავები მათ დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდნენ და ოჯახის წევრების დაბრუნებას დაპირდნენ, მაგრამ მათი დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა.

„უკვე 10 დღე გავიდა მათი დაკავებიდან. როგორც ოჯახის წევრებმა გადმომცეს, დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მე ვთხოვ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული ქართული მხარის წარმომადგენლებს გაითვალისწინონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაქსიმალურად იმოქმედონ, რათა მოხდეს გათავისუფლების პროცესის დაჩქარება,“ – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ხაშურის რაიონის სოფლების კლდისწყაროს, წაღვლის, მცხეთის ჯვრის, ზემო ბროლოსანის და წეღვერის რვა მცხოვრები უკვე მეათე დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54