პრობაციონერებმა და ყოფილმა პატიმრებმა კუს ტბის მიდამოებში გამართულ ლაშქრობაში მიიღეს მონაწილეობა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:57

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულებმა მონაწილეობა მიიღეს კუს ტბის მიდამოებში გამართულ ლაშქრობაში. სპორტულ-კულტურული ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხმების“ ორგანიზებით, ასევე პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

25 პრობაციონერი და 25 ყოფილი პატიმარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მოედანზე სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც შეეჯიბრა ერთმანეთს.

„ახალგაზრდული ხმების“ აღნიშნული პროგრამა, სპორტულ-კულტურული აქტივობის გარდა, მოიცავს ტრენინგებს მომავლის დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის საკითხებზე. თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულები ამ აქტივობებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54