დუშეთში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოეწყო

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:52

მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით, დუშეთში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობდა დუშეთის რაიონში მცხოვრები ექვსი პირობით მსჯავრდებული.

პრობაციონერებმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პერიოდულად აწყობს დასუფთავების, გამწვანებისა და სხვა ჰუმანიტარულ აქციებს, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44